• 19-01-2024
    "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ამას მეუბნებიან" - მარადიშვილის კომენტარი
    "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ამას მეუბნებიან" - მარადიშვილის კომენტარი

    "ნიჟნი ნოვგოროდის" ნახევარმცველმა, კონსტანტინ მარადიშვილმა მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

    "მსურს, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. საქართველოს პასპორტი სექტემბერში ავიღე. 

    "ფედერაციაში მეუბნებიან, რომ ცოტა უნდა მოვიცადო, რადგან განაცხადი ფიფაშია შეტანილი და დროა საჭირო პასუხისთვის.

    "ქართულად საუბარი მიჭირს, მაგრამ ნიჟნი ნოვგოროდში მყავს მეგობარი, რომელიც 4 ენას იდეალურად ფლობს. 

    "მამის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველი მყავს და რატომ არ შემიძლია ნაკრებში თამაში?

    "ბოლო დროს ჩემზე ნეგატიური კომენტარები იწერება, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ", - თქვა მარადიშვილმა.

    Facebook კომენტარები