• 19-01-2024
    "ლივერპული" სუდაკოვს მიუბრუნდა
    "ლივერპული" სუდაკოვს მიუბრუნდა

    იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, "ლივერპული" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავის დიდი ხნის სამიზნეს, გიორგი სუდაკოვს მიუბრუნდება.

    მიუხედავად იმისა, რომ დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველს ისეთი გრანდები უმიზნებენ, როგორებიც "ბაიერნი", "ბარსელონა", "ნაპოლი", "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" არიან, ბრძოლაში ფავორიტად მაინც მერსესაიდული კლუბი განიხილება, რადგან "სქაუზერთა" ინტერესი ყველაზე სერიოზულია.

    წყაროს თანახმად, "შახტარი" 21 წლის უკრაინელს 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევა.

    ახალგაზრდა შუახაზელმა 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ "ჩელსიში" გადასულმა მიხაილო მუდრიკმა ურჩია, ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებულიყო, თუ უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბება სურდა. დიდია შანსი იმისა, გიორგიმ მეგობრის რჩევა გაითვალისწინოს.

    ბურთის "მცოდნე" და მშვიდი სუდაკოვი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ახლა "ლივერპულს" სჭირდება.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში გიორგიმ თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები