17-11-2022

გიორგი გოჩოლეიშვილი: “თანაგუნდელები ადაპტაციაში მეხმარებიან”

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემლიონატამდე, 17 ნოემბერს მაროკოს დაუპირისპირდება.
"ჯვაროსნებმა" შეხვედრის წინა ვარჯიში გამართეს. მატჩის წინ ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა მედიასთან ისაუბრა:
"საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველი შეკრებაა, რაც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა თანაგუნდელები მეხმარებიან და მადლობა მათ. ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის. ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა მოვიგოთ". - განაცხადა გიორგი გოჩოლეიშვილმა.
ცნობისთვის, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.
ტეგები:
Facebook კომენტარები