• 21-11-2022
    LA GAZZETTA DELLO SPORT: "სწორედ ამიტომ, კვარაცხელია რონალდოზე კარგია"
    LA GAZZETTA DELLO SPORT: "სწორედ ამიტომ, კვარაცხელია რონალდოზე კარგია"
    ავტორი
    Aa

    ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს, ერთ-ერთი ვარიანტი კი "ნაპოლიც" იყო, მაგრამ საბოლოოდ ნეაპოლელებმა პორტუგალიელი მეგავარსკვლავის შეძენა გადაიფიქრეს.


    სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა იტალიური გამოცემა LA GAZZETTA DELLO SPORT:


    "აგვისტოში ჟორჟე მენდესის მიზანი რონალდუსა და ვიქტორ ოსიმენის გაცვლა იყო, მაგრამ ლუჩიანო სპალეტისთვის სასიხარულოდ, ეს გარიგება არ შედგა. სასიხარულოდ იმიტომ, რომ დღევანდელი მონაცემებითა და სტატისტიკებით, ამ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის საქმეები გაცილებით კარგად მიდის, ვიდრე რონალდუსი.


    მართალია, კვარაცხელია კალენდალური წლის დასაწყისში მშობლიურ ბათუმის "დინამოში" ასპარეზობდა, მაგრამ მას სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაზე სულ რამდენიმე მატჩი ეყო ბრწყინვალე შთაბეჭდილების მოსახდენად", - წერს LA GAZZETTA DELLO SPORT.

    Facebook კომენტარები