• 25-01-2024
    ოფიციალურად: გაბრიელ მოსკარდო "პსჟ-ში" ითამაშებს
    ოფიციალურად: გაბრიელ მოსკარდო "პსჟ-ში" ითამაშებს

    18 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, გაბრიელ მოსკარდო კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ინფორმაციას ფრნაგული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ფრანგულმა გრანდმა “კორინთიანსს” ახალგაზრდა ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

    მოსკარდომ პსჟ-სთან კონტრაქტს ხელი 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერა.

    საგულისხმოა, რომ მოსკარდო სეზონის ბოლომდე “კორინთინასში” დარჩება, შემდეგ კი საფრანგეთის დედაქალაქში შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას.

    ცნობისთვის, მოსკარდომ გასულ სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები