• 25-01-2024
    რა ხდება კუნდეს თავს - ფრანგი შეიცვალა და ამის მიზეზებიც ვიცით
    რა ხდება კუნდეს თავს - ფრანგი შეიცვალა და ამის მიზეზებიც ვიცით
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ზოგიერთ წევრს უნდა, რომ მომდევნო ზაფხულს კლუბმა ჟიულ კუნდე გაყიდოს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    ამის მთავარი მიზეზები ფრანგი მცველის ფასის კლება და "ლა მასიადან" ახალი ვარსკვლავის, პაუ კუბარსის აღმოცენებაა, რომელიც სწორედ დაცვის ცენტრში ასპარეზობს.

    კუნდეს ცუდი ფორმა "ბლაუგრანაში" ძალიან აღელვებთ. "რა სჭირს ჟიულს?" - კლუბში ახლა ყველაზე ხშირად სწორედ ეს შეკითხვა გაისმის ხოლმე.

    გასახდელიდან გამომავალი ხმები ამბობენ, რომ 24 წლის ფეხბურთელი ძალიან შეიცვალა. იგი ჩვეულებრივზე ჩუმი გახდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ კვლავ თავისთვის არასასურველ პოზიციაზე, მარჯვენა მცველად უწევს თამაში.

    გარდა ამისა, ზაფხულში "ბარსა" კუნდეს ორმა ყველაზე ახლო მეგობარმა დატოვა. უსმან დემბელესა და ფრანკ კესიეს წასვლა მან ძალიან მძიმედ მიიღო.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში ჟიულის მონაგარი 2 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები