• 24-11-2022
    რომან დოლიძის ახალი მეტოქის ვინაობა ცნობილია
    რომან დოლიძის ახალი მეტოქის ვინაობა ცნობილია
    Aa

    UFC-ის გამოცდილი ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე 4 დეკემბერს მორიგ შეხვედრას გამართავს.


    34 წლის სპორტსმენი ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. წესით და რიგით, ნორვეგიელი სპორტსმენის მეტოქე აღნიშნულ ღონისძიებაზე დერეკ ბრანსონი უნდა ყოფილიყო, თუმცა ტრავმის გამო, ის ბრძოლას ჩაეხსნა და მისი ადგილი ქართველმა მებრძოლმა დაიკავა.

    შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძემ რამდენიმე კვირის წინ ფილ ჰაუსი დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ჰერმანსონი საკმაოდ წარმატებული მებრძოლია და საშუალო წონაში მე-8 ადგილს იკავებს.


    ასე რომ, ქართველი გულშემატკივრებისთვის 4 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.


    ტეგები:
    Facebook კომენტარები