• 30-11-2022
    "ნაპოლი" ლეგენდარულ შემტევს იმატებს? რა ელის კვარას და რა გეგმები აქვთ ნეაპოლში
    "ნაპოლი" ლეგენდარულ შემტევს იმატებს? რა ელის კვარას და რა გეგმები აქვთ ნეაპოლში
    Aa

    გავლენიანი ნეაპოლური სააგენტოს, Radio Kiss Kiss Napoli-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლიმ" შესაძლოა, ლორენცო ინსინიე დაიბრუნოს.


    ამერიკის შეერთებული შტატებში MLS-ის ლიგა მარტამდე არ იწყება. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ნეაპოლურმა გუნდმა დროებით ლეგენდარული მოთამაშის დაბრუნებაზე იფიქროს.


    თუ ინსინიე "პარინოპეიში" მართლა დაბრუნდა, ის ეცდება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზოგიერთ შეხვედრაში ჩაანაცვლოს, რადგან "ნაპოლის" ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს.


    ცნობისთვის, 31 წლის ფეხბურთელი დღეს თავის ყოფილ გუნდს ვარჯიშის დროს ეწვია.

    Facebook კომენტარები