• 01-12-2022
    "კვარაცხელიასი რა მოწონს ყველას? ფინტები ბევრმა იცის, მაგრამ ამ ბიჭს ის გამოარჩევს, რომ..." - რას წერს ანდრო ბარნოვი
    "კვარაცხელიასი რა მოწონს ყველას? ფინტები ბევრმა იცის, მაგრამ ამ ბიჭს ის გამოარჩევს, რომ..." - რას წერს ანდრო ბარნოვი
    Aa

    პოლიტიკოსი, ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

    "დილის მადლი გეწეოდეთ და, აბა, მოვიდა დილის სიბრძნე:


    კვარაცხელიასი რა მოწონს ყველას? ფინტები ბევრმა იცის, მაგრამ ამ ბიჭს ის გამოარჩევს, რომ სახით კარისკენაა სულ. როგორც კი ბურთს მიიღებს, მაშინვე კარისკენ მიიწევს, და ხარისხიანად მიიწევს! ანუ, ხასიათიც აქვს და პროფესიონალიზმიც.


    ყველა საქმე ეგრეა. მიზანზე თუ არ ხარ ორიენტირებული, იქნები მაჩანჩალა. მაგრამ მარტო მიზანი არ კმარა. ტრაკიც (ანუ ხედვაც) უნდა მოგყვებოდეს. ხედვა თუ არ გივარგა, მიზანსაც ბუნდოვნად ხედავ. ესაა აქ მთავარი.


    არ მინდა ახლა სახელები და გვარები ისევ. პირადად არავის ვერჩი და დამღალა ამისტების და იმისტების კაკაფონიამ. მაგრამ ამას დაუკვირდით ყველა, რომ ბურთს რომ მიიღებს ლიდერი, კარს უნდა ხედავდეს და აუცილებლად კარისკენ უნდა იმოძრაოს. ვისაც ეს არ შეუძლია, ვისაც წარსულში ბევრჯერ მიუღია ბურთი, მაგრამ მოწინააღმდეგის ნაცვლად ხანდახან საკუთარშიც კი გაუტანია (ჩვენი მერის დედა როგორაა ამასობაში), ის არასოდეს არაფრად ივარგებს და სხვებსაც გაგვიყოლებს.

    ვისაც ხედვა არ აქვს, იმას კი სულ ნუ მისცემთ ბურთს. მარტო წინ თუ დარბის, უბურთოდ ირბენს და დაცვაშიც არ მოგვეხმარება. ბურთის მიღებასაც პოზიციის შერჩევა უნდა.

    სულ ეს იყო. აბა, კარგ დღეს გისურვებთ ყველას!", - წერს ბარნოვი.

    Facebook კომენტარები