

ეროვნული ლიგის დასკვნითი ტურის შეხვედრაში ბოლნისის "სიონმა" შინ "გაგრა" მიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-13 წუთზე ნიკა ხორკელმა ანგარიში გახსნა. მალევე, მატჩის მე-18 წუთზე სტუმრებს ანგარიშის გაათანაბრების შესაძლებლობა შეექმნათ, თუმცა ვასილ ხოსიტაშვილმა პენალტი გააფუჭა. შეხვედრის 37-ე წუთზე მათე ვაწაძის გოლით "გაგრამ" სხვაობის გათანაბრება მაინც მოახერხა.
მეორე ტაიმში ბოლნისელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, შეხვედრის 86-ე წუთზე გიორგი კორიფაძის გატანილი გოლით უჩა სოსიაშვილის გუნდმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ბოლნისის "სიონი" ეროვნულ ლიგაში მე-8 პოზიციას იკავებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი მე-6 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, უჩა სოსიაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას "საბურთალოს" წინააღმდეგ გამართავს, "გაგრა" კი ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.