• 02-12-2022
    პრემიერ ლიგის გრანდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს ამზადებს - მეგა ტრანსფერი!?
    პრემიერ ლიგის გრანდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონს ამზადებს - მეგა ტრანსფერი!?
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" თამაში ბრწყინვალე დაიწყო.


    ცხადია, კვარაცხელიას კარგი თამაში პრემიერ ლიგის გრანადებს არ გამორჩენიათ.


    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჰუგო ბერნაბეუს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" 21 წლის ქართველი მოთამაშის შეძენით ინტერესდება.


    "არისტოკრატები" მზად არიან კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ჩელსის" ახალგაზრდა შემტევი ძალიან მოსწონს და ის გრემ პოტერის სქემაში იდეალურად ჯდება" - განაცხადა ბერნაბეუმ.


    ბერნაბეუს გავრცელებული ინფორმაციას თუ ვენდობით, ლონდონის "ჩელსი" კვარაცხელია დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. 



    Facebook კომენტარები