03-12-2022

როგორ გამოიყურება კვარაცხელია ვარჯიშებზე პაუზის შემდეგ - სტატია იტალიურ მედიაში

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ახალგაზრდა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
იტალიურმა გამოცემა, Football Italia-მ კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:
"ხვიჩა სრულად გამოჯანმრთელდა. კვარაცხელიას ვარჯიშებზე ვერ აჩერებენ, ის ბრწყინვალეა. ამხანაგური შეხვედრების გარდა, ნაპოლის შეუძლია, რომ 21 წლის მოთამაშის იმედი ინტერთან გასამართ შეხვედრაშიც ჰქონდეს." - წერია სტატიაში.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად თურქულ შეკრებაზე სეზონის მეორე ნახევარი სთვის მოემზადება.
ტეგები:
Facebook კომენტარები