• 07-12-2022
    დავიდე ანჩელოტი: “კვარაცხელია ძალიან საინტერესო მოთამაშეა”
    დავიდე ანჩელოტი: “კვარაცხელია ძალიან საინტერესო მოთამაშეა”
    Aa

    ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის შვილმა, დავიდე ანჩელოტიმ იტალიურ მედიასთან, caliconapoli1926.it-თან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


    დავიდე ანჩელოტიმ, რომელიც მამამისის ასისტენტია "ნალოლიზე" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:


    "კვარაცხელია ძალიან საინტერესო მოთამაშეა. ის ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს. გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საყურებელია მისი თამაში, რადგან ის ქმნის ლამაზი ფეხბურთის ელემენტებს, ის საკმაოდ სწრაფია, ასევე მშვენიერი პიროვნებაა, გონებაც ხელს უწყობს წარმატებაში და ყველაფერი იმისკენ მიასწავლებს, რომ კვარაცხელია გახდეს დიდი ფეხბურთელი." - განაცხადა ანჩელოტიმ.


    საგულისხმოა, რომ კარლო და დავიდე ანჩელოტები ადრე "ნაპოლიში" მუშაობდნენ. 


    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა და "ნაპოლისთან" ერთად სეზონის მეორე ნახევრისთვის თურქეთში მოემზადება.

    Facebook კომენტარები