• 08-02-2024
    დავით კობოური “უიპეშტში” ითამაშებს
    დავით კობოური “უიპეშტში” ითამაშებს

    26 წლის ქართველი ფეხბურთელი, დავით კობოური კარიერას “უიპეშტში” გააგრძელებს. ინფორმაციას უნგრული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    დავითი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ და ამ გუნდის მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

    ჯამში დავითმა დედაქალაქური გუნდის მაისურით 193 შეხვედრის ჩატარება შეძლო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცნობისთვის, კობოურს უცხოურ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ის 2021/2022 წლების სეზონში იჯარის წესით ჩეხურ “კარვინაში” ასპარეზობდა.

    Facebook კომენტარები