• 21-02-2024
    კიდევ ერთი მიღწევა! - ილია თოფურია P4P-ის ხუთეულშია
    კიდევ ერთი მიღწევა! - ილია თოფურია P4P-ის ხუთეულშია

    როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 298-ზე ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.

    აღნიშნული ბრძოლის შემდეგ “ელ მატადორმა” Pound For Pound-ში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ცხადია, ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგი გახლავთ.

    დაუმარცხებელ ქართველ ჩემპიონს მხოლოდ და მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, ლეონ ედვარდსი და ალექს პერეირა ასწრებენ.

    ცნობისთვის, თოფურიამ თავის კარიერაში მე-15 გამარჯვება მოიპოვა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები