• 21-02-2024
    "ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელი მოძებნა - რას უპირებენ "ღამურები" ქართველს
    "ვალენსიამ" მამარდაშვილის შემცვლელი მოძებნა - რას უპირებენ "ღამურები" ქართველს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილი ბოლო რამდენიმე სეზონია არაერთი გრანდის სამიზნეა.

    იყო შანსი, ქართველს "ღამურების" შემადგენლობა გასულ ზაფხულს დაეტოვებინა, თუმცა ესპანურმა კლუბმა მისი შენარჩუნება მაინც შეძლო.

    თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ იგივე რამ ამ ზაფხულშიც შეძლონ.

    სწორედ ამიტომ, "ვალენსიამ" გიორგის შემცვლელის პოვნა დაიწყო და სასაურველი ვარიანტიც შეარჩია. 

    საუბარია სტოპე დიმიტრიევსკიზე, რომელიც "რაიო ვალენაკონს" ღირსებას იცავს.

    როგორც იწერება, თუ მამარდამ ესპანური კლუბის შემადგენლობა დატოვა, "ვალენსია" სწორედ ჩრდილომაკედონელს დაიმატებს.

    ცნობისთვის, გიორგის გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

    Facebook კომენტარები