• 24-02-2024
    "ამ ტიტულს ვიმსახურებთ" - ენცოს კარაბაოს თასის მოგება სურს
    "ამ ტიტულს ვიმსახურებთ" - ენცოს კარაბაოს თასის მოგება სურს
    ავტორი
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" არგენტინელმა ნახევარმცველმა, ენცო ფერნანდესმა კლუბის ოფიციალურ ვებსაიტს ინტერვიუ მისცა, სადაც კარაბაოს თასის კარსმომდგარი ფინალის შესახებ ისაუბრა.

    "სწორედ ამიტომ შევუერთდი "ჩელსის". ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ყოველთვის იბრძვის როგორც პრემიერ ლიგის სათავეში ყოფნისთვის, ასევე ფინალებში ტიტულების მოსაგებად.

    ეს კლუბი ყველაფრის მოგებას ცდილობს. ეს არის მოთხოვნა. ამიტომ მოვედი აქ. მინდა, რომ ჩემს კარიერაში ტიტულების მოგება გავაგრძელო.

    "უემბლიზე" ამ თასის აღმართვა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მინდა გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის არა. მოგება გუნდის გამოც მსურს. ეს ჯგუფი ტიტულს იმსახურებს, რადგან ბოლო 18 თვე მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

    "უემბლიზე" არასდროს მითამაშია. იქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და ახლა თავს ძალიან ამაყად ვიგრძნობ. მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა თასი ჩვენ დაგვრჩეს," - თქვა 23 წლის ნახევარმცველმა.

    შეგახსენებთ, რომ ფინალში "არისტოკრატების" მეტოქე მერსესაიდული "ლივერპული" იქნება. ეს გუნდები კარაბაოს თასის ფინალში 2 წლის წინაც შეხვდნენ და მაშინ გამარჯვებული "წითლები" დარჩნენ. ტიტულის მფლობელი პენალტების სერიამ გამოავლინა.

    ხვალინდელი ფინალი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები