• 24-02-2024
    სპალეტი: "ახლანდელი "ნაპოლის" თამაშის ყურებისას ჩემთან უცხო ბავშვი მოვიდა, ჩამეხუტა და ტიროდა"
    სპალეტი: "ახლანდელი "ნაპოლის" თამაშის ყურებისას ჩემთან უცხო ბავშვი მოვიდა, ჩამეხუტა და ტიროდა"

    იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან საიტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როგორი ემოციებით უყურებდა იგი "ნაპოლის" ქომაგების განცდებს ამ სეზონში.

    "ერთ საინტერესო ამბავს ვიტყვი. "ნაპოლისა" "მილანის" მატჩზე ბარში წავედი თამაშის საყურებლად.

    "იქ ერთი ბავშვი იმყოფებოდა მამასთან ერთად, რომელიც დაჟინებით მიყურებდა.

    "თამაშის ყურების დროს ბავშვი ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ტიროდა. ხელში ავიყვანე და ისევ ტიროდა. 

    "ამ მომენტმა გული მომიკლა. თუ ვინმე მას იცნობთ, ძალიან მინდა, რომ ის კიდევ ვნახო", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები