• 25-02-2024
    "საბურთალო" სახელს შეიცვლის - რა დაერქმევა ქართულ კლუბს
    "საბურთალო" სახელს შეიცვლის - რა დაერქმევა ქართულ კლუბს
    ავტორი
    Aa

    "საბურთალოს პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ახალი სახელით იასპარეზებს.

    "ისტორიის ახალ ფურცელს ვიწყებთ. ვფიქრობთ, რომ ეს ლოკალური პროექტი, რომელიც იყო ერთი კონკრეტული უბნის სახით, ახლა საჭიროა განვითარდეს.

    "იბერია არის სახელი, რომელიც ყველაზე შესაფერისია ამ პროექტისთვის", - თქვა კლუბის პრეზიდენტმა.

    შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი 1999 წელს დაარსდა და ამ დროის მანძილზე "საბურთალომ" ეროვნული ლიგისა და სუპერთასის ჩემპიონობასთან ერთად სამჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასიც მოიგო.

    Facebook კომენტარები