• 24-06-2023
    ზურიკო დავითაშვილი: “მინდა, რომ დასწრების რეკორდით კიდევ ერთი ისტორია ერთად დავწეროთ”
    ზურიკო დავითაშვილი: “მინდა, რომ დასწრების რეკორდით კიდევ ერთი ისტორია ერთად დავწეროთ”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის.

    შეხვედრის წინ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “პორტუგალიასთან გამარჯვება უკვე წარსულია და ეს ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს. ახლა, ხვალინდელი დღისთვის ვემზადებით. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა ისტორიული ფაქტია და გვინდა, რომ ხვალაც წარმატებით ვიასპარეზოთ და გავაგრძელოთ ეს ისტორია. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, აღვნიშნე, რომ სავსე სტადიონი ძალიან მნიშვენლოვანია. მინდა, რომ დასწრების რეკორდით კიდევ ერთი ისტორია ერთად დავწეროთ”. - განაცხადა დავითაშვილმა.

    ცნობისთვის, შეხვედრა დინამო არენაზე 20:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები