• 03-03-2024
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში “როდეზმა” შინ “ბორდო” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

    მატჩის მე-18 წუთზე “ბორდოს” 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა, ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში გახსნა.

    გავლენიანი გამოცემა Sofascore-ს ვერსიით, ზურიკომ აღნიშნულ მატჩში 7.2 შეფასება მიიღო, რაც გუნდში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

    ცნობისთვის, ზურიკომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები