

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" პენალტების სერიაში "ვალენსია" დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და "ღამურების" მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე პერფორმანსი შემოგვთავაზა.
"ღამურების" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ მამარდაზე ისაუბრა:
"ჩემი გუნდით ძალიან ამაყი ვარ. ეს იყო ბრწყინვალე თამაში, რომელიც გუნდმა “კადისის” წინააღმდეგ ვერ ანახა. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მომატების დიდი პოტენციალი გაგვაჩნია.
არ ვიცი, ვაჯობეთ თუ არა მეტოქეს. ამ შეხვედრისთვის განსხვავებული ტაქტიკით მოვემზადეთ. ორი ნახევარმცველი დავაყენე და ამისათვის სათანადოდ მოვემზადეთ.
მეკარეები? კურტუა მრავალი წელია შესანიშნავად თამაშობს. ის მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეს შორისა არის. მამარდაშვილმა არაერთი ძალიან რთული ბურთი მოიგერია. დღეს სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, სწორედ პენალტების სერიაში მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, პენალტები საფეხბურთო ლატარეაა და ეს ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული." - განაცხადა გატუზომ.
ცნობისთვის, "რეალის" მეტოქე ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბეტისსა" და "ბარსელონას" შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.