• 06-03-2024
    "ბარსელონას" დიბალა შესთავაზეს
    "ბარსელონას" დიბალა შესთავაზეს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პაოლო დიბალა შესთავაზეს და ის გუნდისთვის ერთ-ერთი ვარიანტია, - იტყობინება SPORT. 

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" არგენტინელი შემტევის ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობენ. მნიშვნელოვანია დიბალასა და "რომას" შორის კონტრაქტში ჩადებული პუნქტი, რომელიც არაიტალიური კლუბებისთვის მის გამოსასყიდ თანხად 12 მილიონ ევროს განსაზღვრავს.

    დიბალას შეთავაზებები პრემიერ ლიგიდანაც აქვს, თუმცა მისთვის პრიორიტეტული ესპანეთში თამაშია.

    მართალია, 30 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" მთავარ სამიზნედ ჯერ არ განიხილება, მაგრამ კლუბი მასზე მაინც ფიქრობს.

    აღსანიშნავია, რომ დიბალას ხელფასი კლუბისთვის პრობლემა არ იქნება. მისი ანაზღაურება "ბარსას" სახელფასო ჭერში თავისუფლად ჩაჯდება.

    "ჯალაროსის" მაისურით პაოლომ მიმდინარე სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 13 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

    Facebook კომენტარები