• 10-03-2024
    ლევანდოვსკი: "ახლა უკეთ ვთამაშობთ"
    ლევანდოვსკი: "ახლა უკეთ ვთამაშობთ"
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" პოლონელმა ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანურ გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ აქტუალურ საკითხს შეეხო.

    გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს აღნიშნული ინტერვიუდან:

    "თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, "ნაპოლის" დავამარცხებთ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავალთ. "ნაპოლის" საკუთარი პრობლემები აქვს, მაგრამ დუელის ბედი ჩვენზეა დამოკიდებული."

    "ორი კვირის წინ უფრო ინტენსიურად დავიწყეთ ვარჯიში. ახლა უკეთ ვთამაშობთ. დროა ვაჩვენოთ, რომ ნებისმიერისთვის შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა."

    "ბოლო 4-5 წელიწადში შევიცვალე. ცხოვრებამ ბევრი მასწავლა. კლუბები შევიცვალე და დასკვნებიც გავაკეთე."

    "ეს ახალგაზრდები რეაგირებისთვის მზად უნდა იყვნენ, თუ საქმეები ცუდად წავა. ეს ახალი თაობაა. ახლა სოციალური ქსელები გვაქვს, რაც საქმეს ართულებს. ისინი ამას ვერ გაექცევიან. 10-12 წლის განმავლობაში ფეხბურთის უმაღლეს დონეზე მათთვის გამოწვევას წარმოადგენს."

    "ძალიან დიდი ხანია არ მინახავს მცველი, რომელიც ბურთს ხაზებს შორის ისე მშვიდად აძვრენს, როგორც ამას პაუ კუბარსი აკეთებს. მისი ასაკი ამას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. პაუ ძალიან კარგი ბიჭია."

    "ფერმინ ლოპესს მუშაობა ძალიან უყვარს. მას წინსვლა შეუძლია."

    შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" საუკეთესო ბომბარდირია. 35 წლის პოლონელს 37 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები