• 11-03-2024
    მალენი და სანჩო შეიძლება ერთმანეთში გაცვალონ
    მალენი და სანჩო შეიძლება ერთმანეთში გაცვალონ
    ავტორი
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსია" ჯეიდონ სანჩოს შენარჩუნების საიდუმლო გეგმაზე მუშაობს, - იუწყება გერმანული BILD.

    წყაროს თანახმად, "შავ-ყვითლებს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი შემტევის კიდევ ერთწლიანი იჯარით გაფორმება სურთ, თუმცა თუ "წითელ ეშმაკებს" ამაზე ვერ დაითანხმებენ, ბარტერის გაჩარხვას ეცდებიან.

    ეს ბარტერი სანჩოს "სიგნალ იდუნა პარკზე" დატოვებს, მანჩესტერისკენ კი 24 წლის ნიდერლანდელ თავდამსხმელს, დონიელ მალენს გაუშვებს.

    მოვლენების მსგავსად განვითარება ორივე ფეხბურთელს უნდა აწყობდეს. უპირველესად, ეს სანჩოზე ითქმის, რადგან ერიკ ტენ ჰაგის "ემიუდან" გაშვების შანსი ძალიან მცირეა, ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდში ყოფნის პირობებში კი ჯეიდონის მანჩესტერული კარიერა დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ. რაც შეეხება მალენს, მან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში უნდა თამაში.

    გარდა მალენისა, "შავ-ყვითლები" "მანჩესტერს" გარკვეული რაოდენობის თანხასაც შესთავაზებენ, თუმცა ეს თანხა ახლოსაც არ იქნება იმ 73 მილიონ ფუნტ სტერლინგთან, რომელიც "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა ჯეიდონში 2021 წელს გადაიხადეს.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის ინგლისელი "დორტმუნდში" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დაბრუნდა. მან 9 მატჩში მოასწრო მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

    Facebook კომენტარები