• 25-06-2023
    ზიდან იქბალი კარიერას "უტრეხტში" გააგრძელებს - რა თანხას მიიღებს "იუნაიტედი" ტრანსფერიდან
    ზიდან იქბალი კარიერას "უტრეხტში" გააგრძელებს - რა თანხას მიიღებს "იუნაიტედი" ტრანსფერიდან
    Author of the article
    Aa

    ძალიან სანდო ბრიტანელი ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, ზიდან იქბალი "მანჩესტერ იუნაიტედს" ტოვებს.

    ახალგაზრდა მოთამაშე ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად და აკადემიის ლიდერად მიიჩნეოდა, თუმცა კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

    იქბალი კარიერას ნიდერლანდებში, კერძოდ კი "უტრეხტში" გააგრძელებს. "მანჩესტერი" მის სანაცვლოდ 1 მილიონ გირვანქას მიიღებს.

    20 წლის ნახევარმცველს "მანჩესტერის" ძირითად გუნდშიც უთამაშია. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "იანგ ბოიზთან" შედგა.

    როგორც ცნობილია, "იუნაიტედი" იქბალის მომდევნო გაყიდვიდან დიდ პროცენტს მიიღებს, თუმცა ზუსტი ციფრი უცნობია.

    Facebook კომენტარები