06-04-2022

VIDEO: ეროვნული ლიგა | თბილისის “დინამომ” გორის “დილა” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გადადებულ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შინ გორის "დილა" მიიიღო და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-2 წუთზე ანტილევსკიმ მასპინძლები დააწინაურა. მატჩის 41-ე წუთზე კი გიორგი პაპავამ ულამაზესი ჯარიმით სხვაობა 2-მდე გაზარდა.
მეორე ტაიმში გორის "დილამ" გაიბრძოლა. მატჩის 63-ე წუთზე ვაგნერ გონსალვეშმა გორული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა, თუმცა დემჩენკოს გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვეს.
კახა ცხადაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს, გორის "დილა" კი მე-3 ადგილზე იმყოფება.
თბილისის "დინამო" მომდევნო შეხვედრას "თელავის" წინააღმდეგ ჩაატარებს, ანდრეი დემჩენკოს გუნდი კი თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები