• 21-01-2023
    "ტოტენჰემი" ლორისის შემცვლელს ეძებს - სიაში მამარდაშვილიცაა
    [/xfgiven_playerads]
    "ტოტენჰემი" ლორისის შემცვლელს ეძებს - სიაში მამარდაშვილიცაა
    Aa

    ლონდონის "ტოტენჰემი" უგო ლორისის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს, - წერს FourFourTwo.


    "დეზების" 36 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში უამრავი შეცდომა დაუშვა. უგო განსაკუთრებით ცუდად მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გამოიყურება - ფრანგი მეკარე "ასტონ ვილას", "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ განსაკუთრებით არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ მივიდნენ "სპურსში" იმ დასკვნამდე, რომ ლორისმა ზაფხულში გუნდი უნდა დატოვოს.


    ლონდონელებმა გამოცდილი კიპერის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს. გარდა მამარდაშვილისა, "ტოტენჰემი" შემდეგ მეკარეებს უმიზნებს:


    ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი)


    ილან მელიე (ლიდსი)


    ალბან ლაფონტი (ნანტი)


    ინგლისელებს მამარდაშვილის შეძენა საკმაოდ უნდა გაუჭირდეთ, რადგან ახალგაზრდა კიპერს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.


    22 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაუშვა და "ლოს ჩეს" კარი მშრალად 3-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები