• 20-03-2024
    კიტეიშვილი: "პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ოცნების ასახდენად ყველაფერს გავაკეთებთ"
    კიტეიშვილი: "პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ოცნების ასახდენად ყველაფერს გავაკეთებთ"

    როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 21 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფში ლუქსემბურგს, "დინამო არენაზე", დაუპირისპირდება. 

    მატჩის წინა დღეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოთარ კიტეიშვლთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. კიტემ მატჩის შესახებ ისაუბრა: 

    "როდესაც ნაკრებში მოვდივართ, ფეხბურთელებს ერთმანეთის ნახვაც ძალიან გვახარებს. წინ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შემართებისა და განწყობის პრობლემა გუნდში არასდროს ყოფილა და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენი ამდენი ხნის ოცნება ავიხდინოთ" 

    "ლუქსემბურგის ნაკრებმა ბოლო დროს თავი კარგად წარმოაჩინა. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ" 

    "ჩემთვის ჯაბა კანკავას დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია. ის მისაბაძი ადამიანია ხასიათით და ჟინით. მისი ყოფნა განსაკუთრებული ძალაა" 

    "ვიცით, რას ნიშნავს ეს მატჩი ქვეყნისთვის. მთელი საქართველო ემზადება და იმედი მაქვს, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ, რითიც წარმატების მიღწევას შევძლებთ" 

    "პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. თამაშების მოახლოებასთან ერთად წნეხი მატულობს, მაგრამ ვცდილობთ, ამ კონკრეტული შეხვედრისთვის ყველანი მზად ვიყოთ“, - თქვა ოთარმა.

    Facebook კომენტარები