• 25-01-2023
    თბილისის “დინამომ” ფრანსის ნზაბა დაიმატა
    თბილისის “დინამომ” ფრანსის ნზაბა დაიმატა
    Aa

    20 წლის კონგოელი ფეხბურთელი, ფრანსის ნზაბა კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაციას დედაქალაქური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.


    ახალგაზრდა ცენტრალური მცველი თბილისის "დინამოს" სტამბულის "ბაშაქშექირიდან" იჯარის წესით შეუერთდა.


    ნზაბამ თბილისის "დინამოში" გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:


    "ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ისტორიული კლუბის წევრი გავხდი. მოტივირებული ვარ, ბევრი ვიშრომო, ყველას ვანახო ჩემი ხარისხი და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო. 

    აქვე მივესალმები დინამოს გულშემატკივრებს - თქვენის მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე კი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო და თქვენთან ერთად წარმატებას მივაღწიო. 

    თურქეთის სუპერლიგამდე ფრანსის ნზაბა სამშობლოში ასპარეზობდა, ბაშაკშეჰირს კი, 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში 20 წლის ცენტრალური მცველი, სტამბოლური კლუბის ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი, მთავარი გუნდის წევრი გახდა და სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა." - განაცხადა 20 წლის მოთამაშემ.


    ცნობისთვის, ფრანსისკო ნზაბა "დინამოს" უახლოეს დღეებში თურქულ შეკრებაზე შეუერთდება და ახალი სეზონისთვის დაიწყებს მზადებას.


    აქვე გეტყვით იმასაც, რომ 20 წლის მცველს კონგოს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.


    Facebook კომენტარები