25-01-2023

ტოპ ტრანსფერი! - ბათუმის “დინამომ” მუსა კონატე დაიმატა

ავტორი
29 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, მუსა კონატე კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაციას შავიზღვისპირული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილმა ფეხბურთელმა აჭარულ გუნდთან 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ცნობისთვის, მუსა კონატეს ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კონატეს თავისი კარიერის მანძილზე საფრანგეთის ლიგა 1-ში იტალიის სერია ა-ში და სხვა ტოპ ჩემპიონატებში უთამაშია.
კონატე "ჯენოას", "დიჟონის", "სიონის", "ამიენის", "ექსპრეს ტუნისისა" და "სივასპორის" ღირსებას იცავდა.
ცნობისთვის, 29 წლის ფეხბურთელს სენეგალის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ტეგები:
Facebook კომენტარები