• 26-01-2023
    "დააბრუნეთ  და ისევ უღიმღამო კვარაცხელია გახდება" - ვინ და რატომ აკრიტიკებს ხვიჩას
    "დააბრუნეთ და ისევ უღიმღამო კვარაცხელია გახდება" - ვინ და რატომ აკრიტიკებს ხვიჩას
    Aa

    რუსული "ყუბანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგონოვმა "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და იგი გააკრიტიკა.


    "მაშინ, როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, ყველა ამბობდა, რომ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთიანად მისვლის შემდეგ, მას ძალა აღარ ყოფნიდა და არაფერი გამოსდიოდა. იტალიაში კვარაცხელია მოხვდა გუნდში, სადაც ბევრ შანსს უქმნიან და აძლევენ შესაძლებლობას, თავის კოზირებზე ითამაშოს.


    გადაიყვანეთ იგი "რუბინში" ან "დინამოში" და ისევ ის უღიმღამო ხვიჩა გახდება, რომელიც ნეაპოლში გადასვლამდე იყო. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ვარსკვლავები კვარაცხელიას სასარგებლოდ ჩამწკრივდნენ და იგი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა," - განაცხადა ჩუგანოვმა.

    Facebook კომენტარები