• 29-01-2023
    ჟურნალისტი ადასტურებს - ხვიჩა "რომას" პირველივე წუთებიდანვე შეუტევს
    [/xfgiven_playerads]
    ჟურნალისტი ადასტურებს - ხვიჩა "რომას" პირველივე წუთებიდანვე შეუტევს
    Aa

    იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერჩიონემ "ნაპოლისა" და ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის მეტად სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.


    ჟურნალისტის თქმით, იგი "პარტენოპეის" ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა და მისგან შეიტყო, რომ 21 წლის შემტევი "რომასთან" გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.


    ჩერჩიონეს განცხადებით, ხვიჩამ მას აღუთქვა, რომ "ჯალაროსის" პირველივე წუთებიდანვე შეუტევს.


    მაშასადამე, ნეაპოლელთა 77-ე ნომერს დღეს გუნდის სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.


    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ "ნაპოლის" უკანასკნელი 2 მატჩი ("კრემონეზესთან" და "სალერნიტანასთან") გაციების გამო გამოტოვა. რავ შეეხება "ნაპოლისა" და "რომას" დღევანდელ დაპირისპირებას, იგი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები