

კანადური "ტორონტოს" შემტევმა ნახევარმცველმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც ახლო წარსულში ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა, "ნაპოლის" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ვინ მაკვირვებს ყველაზე მეტად "ნაპოლის" შემადგენლობაში? კვარა. იგი ამას არა მარტო თამაშით ახერხებს, არამედ თამაშზე მოხდენილი გავლენით. თითოეულ მატჩში ის 100%-ით იხარჯება.
ხვიჩა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია. ყველამ, ვისაც ფეხბურთი ესმის, იცის, რომ კვარა მოვლენაა და საქმეს ისე უდგება, როგორც დიდი ჩემპიონები," - განაცხადა ბერნარდესკიმ.
სხვათა შორის, 28 წლის ფეხბურთელმა ისიც თქვა, რომ კანადაში გადაბარგებამდე, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიანო დე ლაურენტისს ესაუბრა და იტალიაში დარჩენაც შეეძლო, თუმცა მაინც "ტორონტო" აირჩია.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 53 ქულა აქვს და ტურნირს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. მომდევნო მატჩი გუნდს 5 თებერვალს (15:30), "სპეციას" წინააღმდეგ ელოდება.