03-02-2023

რა შეფასება დაიმსახურა მამარდაშვილმა "რეალთან" მატჩში

ავტორი
VIDEO: მამარდაშვილმა 2 წუთში 2 გოლი გაუშვა - "რეალის" მინი შოუ
VIDEO: ბერნაბეუზეც ბწრყინავს - მამარდას სეივი "რეალის" წინააღმდეგ
გუშინ შედგა ლა ლიგის მე-17 ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ვალენსია" მარკო ასენსიოსა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა.
მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, "ღამურების" ქართველ გოლკიპერს, გიორგი მამარდაშვილს საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა. 22 წლის მეკარემ 5 სეივი მიითვალა.
მამარდას თამაში წამყვანმა სტატისტიკურმა სააგენტოები შემდეგნაირად შეაფასეს:
Whoscored - 6.8 ქულა
Sofascore - 6.9 ქულა
Whoscored-მა უშუალოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვინისიუსი დაასახელა, Sofascore-მა კი ეს სტატუსი დანი სებალიოსს მიანიჭა.
"ვალენსიას" ახლა 20 ქულა აქვს, ლა ლიგის ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონას სულ 1 ქულით უსწრებს. "რეალი" კი მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 5 ქულით ჩამორჩება.
ტეგები:
Facebook კომენტარები