03-02-2023

"გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონის კიპერია", - რას წერს ესპანური მედია მამარდაშვილზე

ავტორი
მადრიდის "რეალი" ლა ლიგის გადადებულ შეხვედრაში "ვალენსიას" დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0-2 სძლია.
მიუხედავად მორიგი მარცხისა, გიორგი მამარდაშვილი მოედანზე კვლავ დიდებულად გამოიყურებოდა და "ღამურების" მხრიდან ნამდვილად გამორჩეულიც გახლდათ.
გიორგის მორიგი კარგი პერფორმანსი ესპანურ მედიას შეუმჩნევლად არ დარჩენია. აი, რას წერს AS:
"ის "ვალენსიას" რიგებში ცალსახად საუკეთესო იყო, თუმცა მარკო ასენსიოს დარტყმული ვერ დაინახა და რეაგირებაც ვერ მოასწრო. მამარდაშვილის ანგარიშზე 2 კარგი სეივი იყო."
"ვალენსიამ შეხვედრა კარგად ვერ დაიწყო - მე-3 წუთზე "რეალს" რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა აქ მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა", - წერს Plazadeportiva.
ტეგები:
Facebook კომენტარები