06-02-2023

“ჩინებული, შესანიშნავი, ოსტატური” - AS-მა მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" ახალგაზრდა მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩინებულ ფორმაში იმყოფება.
გავლენიანმა გამოცემა AS-მა მამარდას ვრცელი სტატია მიუძღვნა:
"შეხვედრა არ გავა ისე, რომ მამარდაშვილმა ბრწყინვალე სეივი არ გააკეთოს. ქართველ მეკარეს თავისი სეივებით ვალენსია არაერთხელ გადაურჩენია. Google-ის საძიებო ველში გიორგი მამარდაშვილის ჩაწერის დროს მსგავს სიტყვებს შეხვდებით: “შესანიშნავი, ჩინებული, ოსტატური.” მამარდაშვილის დასახასიათებლად გულშემატკივრები ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს ხმარობენ." - წერია სტატიაში.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი მიუხედავ "ვალენსიას" ცუდი ფორმისა ბრწყინვალედ გამოიყურება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.
ტეგები:
Facebook კომენტარები