• 26-06-2023
    კანდიდატურა თბილისშია! - ვინ ჩაანაცვლებს მიქაუტაძეს "მეცის" რიგებში
    კანდიდატურა თბილისშია! - ვინ ჩაანაცვლებს მიქაუტაძეს "მეცის" რიგებში

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” 22 წლის თავდამსმხელს, გიორგი მიქაუტაძეს არაერთი მსურველი ჰყავს.

    სწორედ ამიტომ, “მეცი” ახალგაზრდა მოთამაშის შემცვლელის ძიებაშია.

    ცნობილი სააგენტო Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული გუნდი გიორგი მიქაუტაძის შემცვლელად ლისაბონის “ბენფიკას” ახალგაზრდა მოთამაშეს, ენრიკე არაუხოს განიხილავს.

    საგულისხმოა, რომ ენრიკე არაუხო ამჟამად საქართველოში 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

    გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა, რამაც ევროპი გუნდების ინტერესი გამოიწვია.

    ცნობისთვის, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის შეძენით ტურინის “იუვენტუსი”, “მილანი”, “ბარნლი”, “ვულვზი” და სხვა გრანდები ინტერესდებიან.

    Facebook კომენტარები