• 27-06-2023
    ტენასს “ბარსელონას” დატოვება სურს! - ვინ ჩაანაცვლებს არნაუს
    ტენასს “ბარსელონას” დატოვება სურს! - ვინ ჩაანაცვლებს არნაუს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” სათადარიგო მეკარემ, არნაუ ტენასმა ნაკლები სათამაშო დროის გამო გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

    22 წლის მეკარეს ტერ შტეგენის და ინიაკი პენიას შემდეგ მესამე მეკარის სტატუსის ქონა არ აკმაყოფილებდა.

    გავლენიანი გამოცემა Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გუნდი ტენასის შემცვლელად ანდერ ასტრალანგას განიხილავს. ასტრალანგა “ბარსელონა ატლეტიკის” მოთამაშე გახლავთ.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს არნაუ ტენასი კარიერას.

    Facebook კომენტარები