• 27-06-2023
    ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
    ვაკო ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

    საქართველოს ნაკრებისა და “ულსან ჰიუნდაის” 30 წლის მოთამაშე, ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

    ვაკომ გასულ ტურში “დეგუს” წინააღმდეგ ორი გოლის გატანა შეძლო და ასევე ბრწყინვალე პერფორმანსიც შემოგვთავაზა.

    საგულისხმოა, რომ ყაზაიშვილი საოცარ ფორმაშია, ვაკოს ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ფენომენალური მაჩვენებელი გახლავთ.

    ამასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელი 10 გოლით სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

    Facebook კომენტარები