• 20-04-2024
    “პირველი ვიქნები, ვინც დაგაძინებს” - თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა
    “პირველი ვიქნები, ვინც დაგაძინებს” - თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა

    როგორც მოგეხსენებათ, ილია “ელ მატადორ” თოფურია მაქს ჰოლოუეისთან დაპირისპირებას გეგმავს.

    UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადება გაავრცელა:

    “ჩემთან ერთადერთი კითხვა ისმის, როგორ მოვიგებ, მახრჩობელა ილეთით თუ ნოკაუტით. მე დავამარცხე სპორტსმენი, რომელმაც არა ერთხელ, ორჯერ, არამედ 3-ჯერ გცემა. ახლა შენ გაქვს ერთი რამ, რაც აქტუალურობას გინარჩუნებს და რაც მოგცემს ფულის ბრძოლას, BMF-ის ქამარი. მე აღარ ვიბრძვი ფულისთვის, არამედ სახელისთვის. ამ ტიტულის მორგება ჩემთვის პირველს გამხდის. პირველი, ვინც ორივე ქამარი მოიგო. პირველი, ვინც გათიშა ვოლკი და რაც მერწმუნე მაქს, როცა ვიჩხუბებთ, პირველი ვიქნები ვინც დაგაძინებს. დამამშვიდებელი ფაქტი ის არის, რომ შენ წააგებ ჩემპიონთან, ვინც ყველას ემახსოვრება. ღირსეული მარცხი გექნებათ ჩემპიონთან, რომელიც მარადიულად გემახსოვრებათ. მე ვწყვეტ ვინ, როდის და სად. თუ პირობები არ მოგწონს, დარწმუნებული ვარ, ორტეგა ძალიან ბედნიერია”. - განაცხადა თოფურიამ.

    ცნიბისთვის, თოფურიას მომდევნო ბრძოლა დიდი ალბათობით 2024 წლის წლის შემოდგომაზე შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები