• 21-04-2024
    "ჩვენ ამას არ შევეგუებით!" - "ნოტინგემ ფორესტმა" VAR დაადანაშაულა
    "ჩვენ ამას არ შევეგუებით!" - "ნოტინგემ ფორესტმა" VAR დაადანაშაულა

    "ნოტინგემ ფორესტმა" "ევერტონთან" მარცხის შემდეგ ვიდეო რეფერი "ლუტონის" მიმართ გამჟღავნებულ სიმპათიაში დაადანაშაულა.

    ამ გუნდებს შორის მატჩი ფაქტობრივად ლიგაში დარჩენის საკითხი წყვეტდა. "ევერტონმა" ამ გამარჯვებით გასავარდნი ზონიდან 5 ქულით მაღლა აიწია, ხოლო "ნოტინგემი"კი მე-17 ადგილით ჩემპიონშიპში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდა.

    კლუბმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა X-ზე, სადაც მსაჯობით უკმაყოფილეებმა, სტიუარტ ატველი, მატჩის ვიდეო რეფერის ხელმძღვანელი, "ლუთონ თაუნის" გულშემატკივრობაში ამხილა და მისი მხრიდან მიკერძოებაზე აპელირება სცადა.

    განცხადებაში ნათქვამია: "სამი უკიდურესად არასწორი გადაწყვეტილება - სამი არდანიშნული პენალტი, რასაც ჩვენ უბრალოდ არ შევეგუებით."

    "ჩვენ მატჩის დაწყებამდე "PGMOL" გავაფრთხილეთ, რომ ვიდეო რეფერის ასისტენტი "ლუტონის" გულშემატკივარი იყო, თუმცა მათ ის არ შეცვალეს.

    შეგახსენებთ, რომ წინა სეზონიდან აღზევებული "ლუტონი" და "ნოტიმგემ ფორესტი" ამ მომენტისთვის ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან, შესაბამისად ისინი ერათმანეთის მთავარ კონკურენტებს წამოადგენენ.

    Facebook კომენტარები