• 23-04-2024
    “ილია მაქსთან…” - ალჯამეინ სტერლინგმა თოფურიასა ჰოლოუეის დაპირისპირებაზე ისაუბრა
    “ილია მაქსთან…” - ალჯამეინ სტერლინგმა თოფურიასა ჰოლოუეის დაპირისპირებაზე ისაუბრა

    UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

    ”საკმაოდ მიმზიდველი ბრძოლა იქნება. მაქსს საკმაოდ კარგი ლოუ ქიქები აქვს, აგრეთვე ძლიერი ყბა აქვს, ილია კი მუშტებს ბრწყინვალე იყენებს. ის მუდამ წინ მიდის, სანამ გალიასთან არ მიგამწყვდევს, შემდეგ კომბინაციას გთავაზობს და თავს მანამდე არ განებებს, სანამ არ დაგანოკაუტებს. თუმცა მოახერხებს ის იგივეს გაკეთებას მაქსის წინააღმდეგ? მაქსს გალიასთან დარტყმების გაცვლა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ბრძოლა ძალიან საინტერესო და დინამიკური იქნება”. - განაცხადა სტერლინგმა.

    ცნობისთვის, ილიასა მაქსის დაპირისპირება დიდი ალბათობით შემოდგომაზე შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები