• 23-04-2024
    “თოფურიასთან შეხვედრა მსურს” - ორტეგამ ილია კიდევე ერთხელ გამოიწვია
    “თოფურიასთან შეხვედრა მსურს” - ორტეგამ ილია კიდევე ერთხელ გამოიწვია

    როგორც მოგეხსენებათ, BMF-ის ქამრის მოპოვების შემდეგ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირება თითქმის გამოიკვეთა.

    ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთმა ბრწყინვალე მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ილია კიდევ ერთხელ გამოიწვია:

    “ვფიქრობ, რომ ჯერ ვოლკანოვსკისთან რევანში უნდა შედგეს, მაგრამ თუ ვოლკი ბრძოლაზე უარს იტყვის, მაშინ მეც მზად ვარ. ალექსმა ბევრ მიაღწია კარიერაში და ჩემპიონი დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაგრამ თუ ის ბრხოკახე უსრს იტყვის UFC არ უნდა აჩქარდეს. ამ ბიჭს ვიცნობ და ის აუცილებლად იქნება ბრძოლისთვის მზად. მიუხედავად ამისა, მეც საუკეთესო ფორმაში ვარ. საკუთარი თავის პიარს არ ვცდილობ, თუმცა ეს ბრძოლა მოსაწყენი ხასიათის არასდროს ყოფილა. თოფურიასთან ბრძოლა ან ვადაზე ადრე დამთავრდება და დავანოკაუტებ, ან თვითონ დამაფინიშებს”. - განაცხადა ორტეგამ.

    ცნობისთვის, ორტეგამ ბოლოს იაირ როდრიგესის დამარცხება შეძლო.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები