• 30-04-2024
    განახლებული რეიტინგი! - ქართველმა ძიუდოისტებმა პროგრესი განიცადეს
    განახლებული რეიტინგი! - ქართველმა ძიუდოისტებმა პროგრესი განიცადეს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ დიდი წარმატებით იასპარეზა.

    ქართველებმა 2 ოქროს 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

    IJF-მა განაახლა რეიტინგი, სადაც ძიუდოისტებმა დიდი პროგრესი განიცადეს:

    ვაჟა მარგველაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში და მე-10 ადგილიდან მე-4 ადგილზე დაწინაურდა.

    350 სარეიტინგო ქულის დამატების შემდეგ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-6 ადგილი გაიმყარა ლაშა შავდათუაშვილმა.

    81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა 700 სარეიტინგო ქულა დაიმატა და 7015 ქულა დააგროვა. მსოფლიოს ჩემპიონი სიის მე-2 ადგილს იკავებს.

    90 წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ პროგრესი განიცადა ლაშა ბექაურმა და რეიტინგის სათავეში მოექცა.

    100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერობა გაიმყარა ილია სულამანიძემ, რომელიც ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

    +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა მე-8 პოზიცია შეინარჩუნა.

    ეთერ ლიპარტელიანი კი ერთი პოზიციით დაწინაურდა და 57 კილოგრამი წონით კატეგორიის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები