• 06-05-2024
    “როცა დაგაძინებ ბალიში არ დაგავიწყდეს” - თოფურიამ ჰოლოუეის მიმართა
    “როცა დაგაძინებ ბალიში არ დაგავიწყდეს” - თოფურიამ ჰოლოუეის მიმართა

    როგორც მოგეხსენებათ, UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ელის.

    თოფურიამ ესპანურ სააგენტოსთან საუბრის დროს ჰოლოუეის მიმართა:

    “დიახ, მომდევნო მეგოქე ჰოლოუეი იქნება. მართალია, მისთვის რთული იყო ამ გამოწვევის მიღება, მაგრამ მომდევნო ის იქნება. ვიჩუბოთ სადაც უნდა, როგორც უნდა და რა წონაშიც უნდა. მაქს უნდა იცოდე, რომ თუ მე ამირჩევ, დაგანოკაუტებ. ბალიშის დადება არ დაგავიწყდეს, როცა დაიძინებ”. - განაცხადა თოფურიამ.

    ცნობისთვის, ილიასა და მაქსის დაპირისპირება დიდი ალბათობით შემოდგომაზე შედგება.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები