• 29-06-2023
    ჰონ-მინ სონი 1 წლით გაახალგაზრდავდა
    ჰონ-მინ სონი 1 წლით გაახალგაზრდავდა
    Author of the article
    Aa

    სამხრეთ კორეაში შეცვლილი კანონის შედეგად, ლონდონის "ტოტენჰემის" ვარსკვლავი, ჰონ-მინ სონი 1 წლით გაახალგაზრდავდა.

    სონის სამშობლოში ადამიანის ასაკს განსხვავებულად თვლიდნენ. ასაკის გამოთვლისას მხედველობაში იღებდნენ ჩანასახის განვითარების პერიოდსაც, რას იმას ნიშნავდა, რომ ახალშობილი დაბადებისას უკვე 1 წლის იყო.

    ასევე, მოქალაქეები პირველ იანვარსვე ხდებოდნენ 1 წლით უფროსები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დეკემბერში ყოფილიყვნენ დაბადებულნი.

    სამხრეთ კორეელთა ეს ტრადიცია, საკანონმდებლო დონეზე, უკვე აღარ არსებობს. ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა იოონ სუკ იეოლმა კორეელთა ასაკის გამოსათვლელი სისტემა საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს დაუქვემდებარა.

    სონისთვის ეს ინგლისში არაფერს ცვლის, რადგან იგი იქ ისედაც 30 წლისად ითვლებოდა, თუმცა სამშობლოში "დეზების" ვარსკვლავი ახლა 1 წლით უფრო ახალგაზრდაა.

    შეგახსენებთ, რომ "სპურსის" ვარსკვლავს საუდის არაბული კლუბები უმიზნებენ, თუმცა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის დატოვებაზე უარს აცხადებს.

    "პრემიერ ლიგაში კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ფული ახლა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანი მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში თამაშით გამოწვეული სიამაყეა," - თქვა სონმა.

    Facebook კომენტარები