• 17-03-2023
    "ამაში 101%-ით ვარ დარწმუნებული" - კვარას მომავალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა
    "ამაში 101%-ით ვარ დარწმუნებული" - კვარას მომავალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა
    Aa

    ნეაპოლელი ჟურნალისტი ემანუელე კამაროტო ირწმუნება, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონშიც "ნაპოლიში" ითამაშებს.


    "კვარა მომდევნო სეზონსაც "ნაპოლიში" გაატარებს. ამაში 101%-ით ვარ დარწმუნებული. 


    ფეხბურთელის გარემოცვას უკვე ჰქონდა ჯუნტოლისთან კონტაქტი. მას შეატყობინეს, რომ ხვიჩა "პარტენოპეიში" თამაშით ბედნიერია და გუნდის გამოცვლა მის გეგმებში არ შედის.


    ზაფხულამდეც და ზაფხულშიც უამრავ ინფორმაციას გავიგებთ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის," - თქვა კამაროტომ.


    შეგახსენებთ, რომ კვარამ "ნაპოლის" მაისურით 29 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 13 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას შეადგენს.

    Facebook კომენტარები