• 18-03-2023
    დიეგო მარადონა უმცროსი: “10 ნომრიანი მაისური კვარას?”
    დიეგო მარადონა უმცროსი: “10 ნომრიანი მაისური კვარას?”
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" უმაღლეს დონეს ანახებს.


    ზოგიერთი გულშემატკივრები ხვიჩას ხშირად მარადონას ადარებენ და მოითხოვენ, რომ კვარას 10-ნომრიანი მაისური ეცვას.


    სწორედ ამ თემას "ნაპოლის" ლეგენდარული მოთამაშის, დიეგო მარადონას შვილი გამოეხმაურა:


    "10 ნომრიანი მაისური კვარას? მას შეუძლია ნებისმიერი მაისური აიღოს, გარდა 10 ნომრიანისა. ის მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, დღევანდელი ნაპოლის ნამდვილი ლიდერი, ხვიჩა ყველაფერს კარგად ართმევს თავს.


    გავიმეორებ, რომ 10 ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია." - განაცხადა მარადონა უმცროსმა.

    Facebook კომენტარები