19-03-2023

[/xfgiven_playerads]
მნიშველოვანი გამარჯვება! - ბათუმის “დინამომ” “გაგრა” დაამარცხა

ავტორი
ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" "გაგრას" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 იმარჯვა.
შეხვედრის მე-19 წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გახსნა, მალევე ბრაზილიელმა მოთამაშემ დუბლი შეასრულა. ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა სხვაობა 3-მდე გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ჯოვინო ფლამარიონმა ჰეთ-გრიზის შესრულება მოახერხა. მატჩის 59-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა გაგრელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.
გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში 13 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, "გაგრა" კი ბოლო ადგილს იკავებს.
ბათუმის "დინამო" მომდევნო შეხვედრას "სამგურალის" წინააღმდეგ ჩაატარებს, გაგა კირკიტაძის გუნდი კი "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები